მოგზაურობის მოყვარულმა და თვითნასწავლმა ფოტოგრაფებმა, ჯეკ მორისმა და ლორენ ბულენმა ერთმანეთი დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნეს და გადაწყვიტეს, ერთად ეცხოვრათ ისე, როგორც აქამდე ოცნებობდნენ. წყვილი კუნძულ ბალიზე დასახლდა და გადაწყვიტა, საცხოვრებელი ყოველ თვე გამოეცვალა, ახალ შთაბეჭდილებებს კი „ინსტაგრამზე“ აზიარებდა. გამომწერთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა და დღეს მათი რაოდენობა 3 მილიონს მიუახლოვდა. წამოვიდა შემოთავაზებები ტურისტული სააგენტოებისგან და სასტუმროებისგან და დღეს, ერთ განთავსებულ ფოტოში 3-დან 9 ათას დოლარამდე იღებენ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჯეკი უბრალო ბიჭი იყო, რომელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ 5 წელი ხალიჩების მრეცხავად იმუშავა, სანამ ერთ დღეს არ გადაწყვიტა, რომ რუტინა მობეზრდა და ცვლილებების დრო დადგა.
„რადიკალური გადაწყვეტილება მივიღე: ვიყიდე ბანგკოკში გასამგზავრებელი ბილეთი და იქ ერთ-ერთ ჰოსტელში დავსახლდი. შეშინებული, მაგრამ ბედნიერი ვიყავი. დაგროვილი თანხით ვცხოვრობდი და ბევრ ფოტოს ვიღებდი. ცოტა ხანში ფოტოებს მცირეოდენი შემოსავალი მოჰყვა“.
მომავალი მეგობარი გოგო მან ფიჯიზე გაიცნო.
მასთან ერთად ჯეკმა უკვე 20 ქვეყანაზე მეტი მოიარა, მათ შორის აშშ, ესპანეთი, თურქეთი, ახალი ზელანდია, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ჩინეთი და ა.შ.
თითოეულ ფოტოს ისინი თავად იღებენ, ერთობლივი კადრებისთვის კი შტატივსა და ტაიმერს იყენებენ.
„ჩვენ ვიღებთ და რეკლამას ვუწევთ მხოლოდ იმას, რაც მოგვწონს. დღევანდელი შემოსავლით კი თავს ფუფუნების უფლებასაც ხშირად ვაძლებთ“ – აცხადებენ ახალგაზრდები.
2017 წელს ისინი სამხერთ ამერიკაში, კუნძულ ტაიტიზე და ფინეთში გამგზავრებას გეგმავენ.
„3 აუცილებელი პირობა, იმისთვის, რომ წარმატებული ბლოგერი იყო: ვნება, ორიგინალურობა და დაუღალავი შრომა“.









