LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ თავისი პირველი მანქანის ფასი დაასახელა

117
xiaomi

Xiaomi-ს პირველი ავტომობილის ღირებულება ცნობილია. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლეი ცზიუნმა განაცხადა, რომ Xiaomi-ს მიზანი – „ყველაზე ლამაზი, კომფორტული და ჭკვიანი ავტომობილის“ გამოშვებაა, თანაც ისე რომ ღირებულება 500 ათას იუანზე ნაკლები იყოს. 500 ათასი იუანი დაახლოებით 69 ათასი დოლარია, რაც იმას ნიშნავს რომ Su7 Tesla Model S-ზე იაფი იქნება, ეს უკანასკნელი კი 75 ათასი დოლარი ღირს.

სულ რამდენიმე დღეში Xiaomi ზუსტ ფასს დაასახელებს და პირველი შეკვეთების მიღებასაც დაიწყებს.

კვირის დასაწყისში ელექტრო გიგანტის პირველი ავტომობილი ჩინეთის რამდენიმე წერტილში გამოჩნდა და პოტენციურ მყიდველთა დიდი ინტერესიც გამოიწვია.

ელექტრონული სედანის დებიუტი სინამდვილეში გასულ წელს შედგა. ის ორ ვერსიაში იქნება ხელმისაწვდომი – ერთძრავიანი მოდელი 299 ცხენის ძალით და ორძრავიანი 673 ცხენის ძალით. სვლის მარაგი 668 და 800 კილომეტრი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები