LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xpeng-ი იახტების წარმოებას გეგმავს – ახალი პროექტს „მფრინავი თევზი“ დაარქვეს

111
ქირიას NEWS შაბლონი

ჩინური ტექნოლოგიური და ავტომობილების მწარმოებელი Xpeng-ი საქმიანობის კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ითვისებს. კომპანია, რომელიც უკვე ელექტრომობილებს, აეროტაქსებსა და ჰუმანოიდ რობოტებს ავითარებს, ახლა მდიდარი მომხმარებლებისთვის იახტების წარმოებასაც გეგმავს.

პროექტი ამ ეტაპზე კოდური სახელწოდებით Flying Fish („მფრინავი თევზი“) არის ცნობილი და გავრცელებული ინფორმაციით, განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება.

ჩინური მედიის ცნობით, Xpeng-მა უკვე ჩამოაყალიბა სპეციალური კვლევისა და განვითარების ჯგუფი, რომელშიც დაახლოებით 100 სპეციალისტი მუშაობს. ოფიციალური დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომპანია საკუთარ ფილოსოფიას არც საზღვაო ტრანსპორტში უღალატებს და მომავალი იახტა სრულად ელექტრული იქნება.

ამ ნაბიჯით Xpeng-ი პრემიუმ საზღვაო ტრანსპორტის სეგმენტში შედის, სადაც უკვე წარმოდგენილი არიან ისეთი ცნობილი ავტომობილების ბრენდები, როგორებიცაა Lamborghini და Porsche, რომლებიც სხვადასხვა საზღვაო პროექტებსა და დიზაინერულ კოლაბორაციებში მონაწილეობენ.

კომპანია ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს არაერთ ინოვაციურ მიმართულებას. მის შვილობილ სტრუქტურას Aridge ეკუთვნის პროექტი Land Aircraft Carrier, რომელიც სახმელეთო პლატფორმისა და მფრინავი მოდულის კომბინაციას წარმოადგენს. გასულ წელს პროექტის პირველი სერიული ნიმუში დამზადდა და უკვე დაახლოებით 7 000 წინასწარი შეკვეთაც მიიღო, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.

გარდა ამისა, Xpeng-ი მუშაობს ჰუმანოიდ რობოტებზეც. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ წარადგინა Iron, რომელიც საწარმოო ხაზებზე სამუშაოდ არის შექმნილი.

ანალიტიკოსების შეფასებით, იახტების პროექტი აჩვენებს, რომ Xpeng ცდილობს გადაიქცეს არა მხოლოდ ავტომწარმოებლად, არამედ მრავალპროფილურ ტექნოლოგიურ კომპანიად, რომელიც პრემიუმ ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში იქნება წარმოდგენილი – ხმელეთზე, ჰაერში და მომავალში, შესაძლოა, წყალზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები