უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines უკრაინის მოსახლეობას ახალი წლის შეხვედრას საქართველოში ურჩევს და ამ მიზნით ახალ რეისებს ამატებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
YanAir Airlines-მა კიევიდან თბილისის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო პერიოდზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებით, 26, 29, 30 დეკემბერს და 5 იანვარს შესრულდება.
შეგახსენებთ, YanAir-ი მიმდინარე წელს კიევიდან, მხოლოდ ბათუმის მიმართულებით დაფრინავდა, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში კი ავიარეისებს კიევი-თბილისის, კიევი-ბათუმის და ხარკოვი-ბათუმის მიმართულებებზე შეასრულებს.