დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ყატარის ხელისუფლებისგან საჩუქრებს იღებდნენ.
The Guardian ეყრდნობა Observer-ის მიერ ჩატარებულ ანალიზს და წერს, რომ ბრიტანეთის პარლამენტის წევრების საჩუქრები ყატარელებს 251 208 ფუნტი დაუჯდათ 2021 წლის ოქტომრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე. საუბარია ლუქსის კლასის სასტუმროებში ცხოვრებაზე, ბიზნეს კლასით ფრენებსა და დოღზე დასასწრებ ბილეთებზე.
ყატარელთა საჩუქრების ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე 15 ქვეყანამ ერთად გაიღო ბრიტანელი დეპუტატებისთვის.
აღნიშნულია, რომ საჩუქარ მიღებული პარლამენტის ზოგიერთი წევრი შემდგომში დადებითად საუბრობდა ყატარზე და ცდილობდა დებატების დროს ყურადღება გადაეტანა იმ პრობლემებისგან, რაც ამ ქვეყანაშია.
მეორე ადგილი საჩუქრების ხარჯვაზე უკავია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს – 37 661 ათასი ფუნტი. როგორც ხედავთ, ყატარელთა ხარჯი 6-ჯერ მეტია.
შეგახსენეთ, მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდეა.