LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატარმა მთავარი სტადიონი აჩვენა: იქ მერე სკოლა და პოლიკლინიკა იქნება

ruea5a70a9b08

მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელმა ყატარმა ტურნირის მთავარი მასპინძელი არენის პროექტი წარადგინა. ტურნირის ორგანიზატორებმა საზოგადოებას სტადიონ ”ლუსაილის” პროექტი გააცნო, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გახსნით და ფინალურ მატჩებს უმასპინძლებს. მუნდიალის დასრულების შემდეგ სტადიონის ტერიტორიაზე სკოლები და პოლიკლინიკები განთავსდება.

ქალაქი ლუსაილი 2006 წელს დაარსდა. იგი დოჰადან ჩრდილოეთით, 15 კმ-ში მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობა 450 000 ადამიანია. ამ დროისათვის ლუსაილი მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების მისაღებად უკვე 90%-ით არის მზად.

სტადიონს მსოფლიოს 2022 წლის მუდნიალის მასპინძელ სხვა არენებთან შორის ყველაზე დიდი ტევადობა ექნება. ”ლუსაილი” 80 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი.

 

 

არენას იგივე ბრიტანული კომპანია აშენებს, რომელიც ”კამპ ნოუს” რეკონსტრუქციაზე მუშაობდა და რომელმაც ახალი ”უემბლის” პროექტი შექმნა. სტადიონის ოქროსფერი ფასადი არაბული არქიტექტურის ელემენტებით იქნება დატვირთული და ოქროსფერში იქნება გადაწყვეტილი.

 

 

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სტადიონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად იქცევა. მის ტერიტორიაზე მაღაზიები, კაფეები, სკოლები და პოლიკლინიკები მოიყრის თავს.

 

მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი არენებიდან ამ დროისათვის რვიდან მხოლოდ ერთია სრულ მზადყოფნაში – ”ხალიფა”, რომელიც დოჰაში მდებარეობს და 40 000 გულშემატკივარს იტევს. სტადიონს მომავალი წლის დასაწყისში გახსნიან.

2022 წლის მუნდიალის სტადიონების მშენებლობაზე დახარჯული თანხის საერთო ოდენობად ექსპერტები 7 მლრდ დოლარს ასახელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები