LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატარში ჟურნალისტს მშობლიური დროშა დაუმტვრიეს – ლგბტ ეგონათ

67
Bandeira_de_Pernambuco.svg

ბრაზილიელი ჟურნალისტი ყატარში თავდასხმის მსხვერპლი გახდა – მისი დროშა ლგბტ დროშად მიიღეს.

ვიკტორ პერეირა „ლუსაილის“ სტადიონს ტოვებდა არგენტინა-საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ. მას თან ჰქონდა ბრაზილიის შტატ პერნამბუკუს დროშა, რომელზეც გამოსახულია ცისარტყელა, წითელი ჯვარი და ვარსკვლავი.

პერეირამ აცნობა, რომ ტრადიციულ ყატარულ სამოსში გამოწყობილმა მამაკაცმა ეს დროშა ლგბტ დროშად მიიღო.

„დროშას ხელი სტაცა, ძირს დააგდო და წიხლს ურტყამდა. მოვიმარჯვე ტელეფონი, რათა გადამეღო, მაგრამ გამომგლიჯა და მითხრა, რომ იმ შემთხვევაში დამიბრუნებდა თუ ვიდეოს წავშლიდი.
მერე პოლიციელი მოვიდა და ჩარევა სცადა. მანაც ვიდეოს წაშლა მომთხოვა“, – მოყვა ჟურნალისტი.

პერეირა დათანხმდა, რათა ტელეფონი დაებრუნებნა, რომელსაც სამუშაოდ იყენებს.

ფოტოზე კი შტატ პერნამბუკუს დროშაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები