LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატართან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება

99

ყატარში, საქართველოსა და ყატარს შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ყატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი გაფორმდა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის თანდასწრებით, ყატარის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ტურიზმის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჰასან ალ-იბრაჰიმმა.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმი ორი ქვეყნის ტურისტულ სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც ტურ ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, კერძო სექტორის წახალისებას ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და სხვადასხვა ერთობლივი ტურისტული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, ყატარში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელს უწობს უვიზო რეჟიმი და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები დოჰა-თბილისის მიმართულებით. გასული 5 წლის განმავლობაში კატარიდან ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ ყოველწლიურად ორმაგდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები