LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის სიყვარული უფრო ჯანსაღ დაბერებას უკავშირდება – კვლევა

113
19483d6c-f572-425c-ad19-5a6c7095f97d

ქალბატონები, რომლებიც დღის განმავლობაში ერთიდან სამ ფინჯნამდე ყავას მიირთმევენ, ასაკში ჯანმრთელობას უფრო ხშირად ინარჩუნებენ. CNN-ის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე მეცნიერები ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის Nurses’ Health Study-ის გაანალიზების შემდეგ მივიდნენ.

საინტერესო კვლევაში 47 ათასი ქალი მონაწილეობდა. ცდის პირებს კვლევის ავტორები მთელი 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ მათ კვებით ჩვევებს და კოფეინის მოხმარების მაჩვენებელს. საბოლოოდ დადგინდა, რომ კოფეინის ზომიერ დოზებსა და ჯანსაღ დაბერებას შორის ნამდვილად არის კავშირი.

ყავის მოყვარულ ქალბატონებს ნაკლებად აწუხებთ ქრონიკული დაავადებები, ასევე უფრო ადვილად ინარჩუნებენ სტაბილურ ფსიქიკურ, გონებრივ თუ ფიზიკურ მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კავშირი ვერ იპოვეს ჩაის ან უკოფეინო ყავის მოყვარულთა შემთხვევაში.

დაბოლოს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოფეინზე რეაქცია ქალებში ჰორმონალური ფონის მიხედვითაც შეიძლება განსხვავდებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები