LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზაიშვილი ირლანდიასთან შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს

21

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.

ქართველების მარცხის მიუხედავად ავტორიტეტულმა ინტერნეტ გამოცემა Daily Mail-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვაკო ყაზაიშვილი დაასახელა.

“მოედანზე საუკეთესო მოთამაშე ვალერი ყაზაიშვილი იყო. ფეხბურთელი, რომელმაც შოტლანდიასთან გადამწყვეტი გოლი გაიტანა, დღესაც აქტიურად თამაშობდა,” – წერია სტატიაში.

აღსაღნიშნავია, რომ ვაკომ მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ცხადაძემ იგი 64-ე წუთზე პაპუნაშვილით შეცვალა.

ამავე წყაროს ვერსიით ირლანდიელთა მხრიდან საუკეთესო ჯეფ ჰენდრიკი გახდა, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე სამი ქართველი ფეხბურთელი მოატყუა და უოლტერსს საგოლედ უპასა.