ყაზახეთი მზადაა, ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად „თალიბანის“ მიერ წარდგენილ ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტები დაამყაროს. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, ყაზახეთის მიიჩნევს, რომ ავღანეთი უნდა გახდეს სტაბილური, სუვერენული და ერთიანი სახელმწიფო, რომელიც მეზობლებთან ერთად მშვიდობიანად იცხოვრებს.
„მზად ვართ, დავამყაროთ კონსტრუქციული საქმიანი კონტაქტები ახალ ხელისუფლებასთან, უპირველესად იმ მწვავე ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც ეს ქვეყანა განიცდის“, – განაცხადა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთი ამ გარდამტეხ მომენტში მარტო არ უნდა დატოვოს.
აშშ აცხადებს, რომ „თალიბანის“ ახალი მთავრობით შეშფოთებულია
„ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ეკონომიკური და მდგრადი განვითარების იდეა ავღანეთთან დაკავშირებულ ყველა სამომავლო ქმედებასა და გეგმაში. იმედი გვაქვს „თალიბანი“ დაამტკიცებს, რომ ისინი არიან ზომიერები და ღია მოლაპარაკებებისთვის, ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად“, – დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა.