2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი (711.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.9%-ით (29.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ბანკის განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.7% მოდიოდა.
ქვეყნები, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, შემდეგია:
-
რუსეთის ფედერაცია – $39.7 მლნ დოლარი, კლება -2%
-
იტალია – $37.9 მლნ დოლარი, მატება 19%
-
აშშ – $26.7 მლნ დოლარი, მატება 19%
-
საბერძნეთი – $20.5 მლნ დოლარი, კლება -9%
-
ისრაელი – $17.7 მლნ დოლარი, მატება 14%
-
ყაზახეთი – $13.3 მლნ დოლარი, მატება 368%
-
გერმანია – $11.6 მლნ დოლარი, მატება 39%
-
თურქეთი – $8.1 მლნ დოლარი, კლება -18%
-
უკრაინა – $7.8 მლნ დოლარი, კლება -18%
-
აზერბაიჯანი – $6.8 მლნ დოლარი, მატება 17%
2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (103.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბრის (24.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.
