ყაზახეთში არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ადგილობრივმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ხნის განმავლობაში სამედიცინო დახმარება 2 ათასზე მეტ ადამიანს გაეწია.
გამოცემა Tengrinews.kz ყაზახეთის ბავშვთა ომბუდსმენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ალმათში დაბომბვის შედეგად ოთხი წლის გოგონა დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის უმისამართო ტყვიას ემსხვერპლა.
ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი: ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური
ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები ნაწილობრივ აღდგა
ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა