„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
განცხადებაში აფეთქების დეტალებზე არაფერია ნათქვამი და აღნიშნულია, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ყაზტრანსგაზ–თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.
დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება.
კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს,” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზის განცხადებაში”.
„ყაზტრანსგაზის“ ის თანამშრომლები, რომლებიც დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დანგრეული კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზის სუნი დილიდან იგრძნობოდა. ადგილობრივების თქმით, მათთან „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები შუადღით მივიდნენ, თუმცა შემოწმების შემდეგ განუცხადეს, რომ კორპუსში არანაირი პრობლემა არ იყო და შემდეგ კი ტერიტორია დატოვე. “ფორტუნა” დაინტერესდა, იმყოფებოდნენ თუ არა […]
ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები დაკითხვაზე გადაიყვანეს
შეგახსენებთ, დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში, კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან. ისინი დღეს გამოძახებაზე იმყოფებოდნენ კორპუსში, სადაც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა და აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია კომპანიის ორ წარმომადგენელს კითხავს.
შეგახსენებთ, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა. 17 იანვარი პრემიერის გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამავე თემაზე ნახეთ: შეამოწმეს თუ არა კორპუსი აფეთქებამდე ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა?