LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინულის ახალი დიეტა, რომელიც მსოფლიოს იპყრობს

728

ახალი დიეტა, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა, პეტ ბის ეკუთვნის. მან არა მარტო შექმნა დიეტის კონცეფცია, არამედ საკუთარ თავზე გამოსცადა მისი ეფექტურობა. ამ ახალი დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დღის მანძილზე ადამიანმა 1 ლიტრი გაყინული წყალი უნდა მიიღოს. მსგავსი დიეტის იდეა ექიმ ბრაიან სი ვაინერს ეკუთვნის, რომელიც ერთგვარი გაყინვის თეორიით კალორიების წვას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, პეტ ბის დიეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი შეეჩვიოს განსხვავებულ გარემოს. ანუ ზამთარში არანორმალური ტემპერატურის პირობებში, იცვლება ნივთიერებათა ცვლის პროცესი ორგანიზმში, რაც თავის მხრივ კალორიების წვას უშლის ხელს. შესაბამისად, ბი მიიჩნევს, რომ ექვსი კვირის მანძილზე გრილ გარემოსთან შეგუება და გაყინული წყლის მიღება, უკვე გამოიღებს შედეგს. პეტ ბი ამავე დროს დაეყრდნო ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევას, რომლის მიხევითაც ტემპერატურის კლება ხელს უწყობს კვირაში 2100-დან 2800 -მდე კალორიის წვას.

უფრო კონკრეტულად კი, არსებობს ხუთი მთავარი პრინციპი, რომლის გათვალისწინებითაც ეფექტი აუცილებლად იქნება

1. ეტაპობრივად შეაგუეთ ორგანიზმი გრილ სამოსს . ზაფხულში კონდიციონერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 18-20 გრადუსს

2. იძინეთ გრილ ოთახში. შეეგუეთ იმ ტემპერატურას, როცა გრილა და არ გცივათ. ეს აძლიერებს დიეტის ეფექტს, რასაც მეცნიერები ტემპერატურულ მონოტონურობას უწოდებენ.

3. ხშირად გაანიავეთ ოთახი, თანაც წელიწადის ნებისმიერ დროს.

4. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, გრილიდან თბილ ტემპერატურამდე.

5. ეცადეთ სუფთა ჰაერზე მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროთ. რა თქმა უნდა ყინვაში აუცილებლად იქონიეთ ქუდი და ხელთათმანი

რაც შეეხება ამ დროს კვებას, რეკომენდებულია ჭამა დღეში სამჯერ, შუალედური კვების გარეშე და ღამის მინიმუმ 10 საათიანი ინტერვალით. როგორც პეტ ბი ირწმუნება, საკმარისია ეს პრინციპი დაიცვათ მხოლოდ ექვსი კვირა და შესაძლოა, წონასთან ერთად ცხოვრების ძველ სტილსაც დაემშვიდობოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g