LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული

68

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ა.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბრალდებულმა ა. ტ.-მ ყოფილი მეუღლე ნ.ტ. მოტყუებით, მათი გარდაცვლილი საერთო ნაცნობის ოჯახისთვის მისამძიმრების მიზეზით მიიყვანა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე და განზრახ მკვლელობის მიზნით, ჩაქუჩის გამოყენებით თავისა და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი დაზიანებები, შემდეგ კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვა და მიიმალა.
ნ. ტ. 2016 წლის 11 ივნისს დილის საათებში შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად იგი სიკვდილს გადაურჩა. ა. ტ. -ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g