ოზურგეთში, 38 წლის ქალის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ოფიციალური ინფორმაციით, კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ბასრი საგნით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ 4 წლის შვილის თვალწინ მოკლა.
რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?
დაკავებული წარსულში, ოჯახური ძალადობისთვის, 2-ჯერ არის ნასამართლევი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ოზურგეთში, 38 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, ყოფილი მეუღლე დააკავეს