LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

YouTube ტრანსლაციის განხორციელება სმართფონებითაც შესაძლებელი იქნება

27

ცოტა ხნის წინ, VidCon 2016-ის კონფერენციაზე, ვიდეჰოსტინგ საიტმა – YouTube-მა, მობილურით ონლაინ-ტრანსლაციის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

YouTube-მა გადაწყვიტა რომ ანალოგიურ სერვისებს კონკურენცია გაუწიოს. როგორებიცაა: Periscope და Facebook Live.

ახალი ფუნქცია, ინტეგრირებული იქნება უკვე არსებულ სერვისში, რომელიც მანამდე მხოლოდ Web ვერსიისთვის იყო ხელმისაწვდომი. დეველოპერების აზრით, ფუნქცია ჩაშენებული იქნება Android-ისა და iOS-ის აპლიკაციის ახალ განახლებებში.

ასევე, კომპანიამ წარმოადგინა სატესტო ვერსიის სქრინშოთები, სადაც ჩანს, რომ YouTube Mobile Live Stream-ი ფაქტიურად ძალიან ჩამოჰგავს ან იდენტურიც კია სერვისთან Periscope.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები