ფილოლოგიის დოქტორი, ცნობილი პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
„ყოველ დილას ან ერთ მშვენიერ დღეს მაინც დასვი კითხვა:
რა სინდისით უნდა მოსთხოვო სხვას ის, რაც საკუთარი თავისთვის არასდროს მოგითხოვია?
სამყაროს არავის ვალი არ აქვს.
რასაც გაიღებ, იმას მიიღებ.
ყველა სხვა გზა ძალდატანებაა და სიყვარულს ეწინააღმდეგება.
შეხედე ღმერთსა და ადამიანებს სუფთა სინდისითა და თვალებით.
ამისთვის ყოველი გაღვიძება კარგია.
დღევანდელიც.
დილა მშვიდობის!.
დაე, ყველა სიკეთე, რასაც გასცემთ, ღიმილით დაგიბრუნდეთ.
ღმერთზე უკეთ ადამიანს არავინ უღიმის”, – წერს გია მურღულია.
“არ მოკლა ბავშვი შენში” – გია მურღულია ბებიებსა და ბაბუებს 5 რჩევას უზიარებს
რა არის ადამიანის 3 ძირითადი მტერი – გია მურღულიას განმარტება
გია მურღულია: „მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილზე უპირობოდ უნდა შეიზღუდოს..“