სამწუხაროდ, კარგა ხანს, ეს კორონა არსად არ წავა. გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა და დასძინა, რომ „ყოველდღიურად, 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ეს კატასტროფაა“.
მისი თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, არაერთი წამახალისებელი ღონისძიება ამოქმედდა.
„ამისთვის დაიწყო წამახალისებელი ღონისძიებები. პენსიონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აცრა. იგივე შეიძლება ითქვას წამახალისებელ ლატარიაზე. ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებმა სიცოცხლე გადაირჩინონ და ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ“, – აცხადებს პაატა იმნაძე.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 812 246 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 749 699, გარდაიცვალა 11 498 პაციენტი.