LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

167
ემიგრაცია

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა და საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.

„თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში.

საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI

ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს. კვლევის ავტორების თქმით, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია.

„ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადჰყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს. აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს. ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ“, – აცხადებს NDI-საქართველოს დირექტორი ალან გილამი.

“ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია” – NDI-ის მიხედვით, მათი უმრავლესობა სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით

საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI

NDI: გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g