LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის ჩქარობდა წასვლას რომ ვიღაცის სიცოცხლე გადაერჩინა და მერე ბედნიერი იყო ამით: გმირი პილოტის, ზაზა ლორიას მეუღლე

611
122 (1)

ჩქარობდა რომ სიცოცხლე გადაერჩინა და ბედნიერი იყო ამით, – ამის შესახებ გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი პილოტის ზაზა ლორიას მეუღლემ თქვა.

“კონტაქტი ზუსტად გაფრენის წინ მოხდა, მითხრა ერთ საათში დავბრუნდებიო… ველოდებოდი. ველოდებოდი და ვეღარ დაბრუნდა. ჩქარობდა, არ ვიცი რატომ ჩქარობდა წასვლას. ჩქარობდა რომ სიცოცხლე უნდა გადაერჩინა და ბედნიერი იყო ამით. ყოველთვის ბედნიერი და ამაყი იყო ამით, მაგრამ გუშინ არ გამოვიდა ასე.”

გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე.

მუხლმოდრეკილი გევედრებით, მაპატიეთ – გადარჩენილი პარაპლანისტის დედა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

გლოვის დღე საქართველოში – სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

“ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ. ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას” – როგორ ხსნის გუდაურის ტრაგედიას პილოტი

რა ვიცით გუდაურში მომხდარზე და რას შეცვლის ტრაგედია – დეტალები, მიზეზები და გამოსავალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები