LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის მაშინებს ეკას შეფასება, რადგან სწორედ დედაა ჩემი ყველაზე დიდი ცენზორი. საბედნიეროდ, ეკას ახალი ვერსია მოეწონა, რამაც ძალიან გამახარა“ – ნინი ბადურაშვილი პრემიერით „არტ-FM“-ში

801
ნინი-ბადურაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა ძველი სიმღერის „მხოლოდ შენთვის“ ახალი ვერსიის პრემიერით.

ბენდთან ერთად მუშაობის გამოცდილება მრავალი წლის წინ შევიძინე მამულიჩასთან და „ნონ-სტოპთან“ თანამშრომლობით. ვფიქრობ, ბენდი ყველა მუსიკოსისთვის აუცილებელია, რადგან ცოცხალ ბენდს განსხვავებული ჟღერადობა და ენერგეტიკა აქვს. დიდი ხნის მანძილზე მინდოდა საკუთარი ბენდის ყოლა და როგორც იქნა გადავწყვიტე, მეგობარს დავურეკე და სწორედ ის დამეხმარა კარგი მუსიკოსების მოძიებაში. არაჩვეულებრივი ბენდი მყავს და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. უამრავი გეგმა გვაქვს, მასშტაბური კონცერტების გაკეთება გვინდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„მხოლოდ შენთვის“ ძველი სიმღერაა, დიდი ხნის წინ დავწერე და მსმენელიც კარგად იცნობს, თუმცა ახლა განსხვავებული ვერსია გავაკეთე ბენდთან ერთად. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ძველი ვერსია, მაგრამ ახლა ახალი უფრო მომწონს. ყოველთვის მაშინებს ეკას შეფასება, რადგან სწორედ დედაა ჩემი ყველაზე დიდი ცენზორი. საბედნიეროდ, ეკას ახალი ვერსია მოეწონა, რამაც ძალიან გამახარა. მართალია, ძალიან გაიწელა „ხიდის“ პრემიერა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ თურქებმა შემატყობინეს, რომ ჩვენი ფილმის ჩვენება 25 ოქტომბრიდან დაიწყება თურქეთის კინოთეატრებში, სავარაუდოდ ნოემბრის თვეში კი, „ხიდი“ საქართველოში ჩამოვა.

ნინი ბადურაშვილი – „მხოლოდ შენთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g