საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტი აქცია გრძელდება.
„კი – ევროპას, არა – რუსეთს! რუსულ კანონს და რუსულ ხელისუფლებას“ – კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აქციაზე იმყოფებიან როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და სტუდენტები.
აქციაზე იმყოფება პოეტი კოტე ყუბანეიშვილიც, რომელმაც ჟურნალისის კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, განაცხადა: „ეს ქაჯეთის ციხე უნდა გადავდგათ აქედან საერთოდ..
დავალება აქვთ მაგათ, სხვა გზა არც აქვთ, ახლა ძალიან დიდი ამბები წყდება. აქედან რას გავაგონეთ, არ ვიცი. მთავარია, 19:00 სათზე, მთელი ხალხი დადგეს [ერთად]“ – განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა.
ცნობისათვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.