LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

387
65823613_2365692663487690_558922171745828864_n

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმოჯორჯიაზ ნეიჩრლისახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ჯორჯიაზ ნეიჩრლის“ ხილის და ბოსტნეულის გადამმუშავებელ მეურნეობაში წლიურად 4,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი, ამჟამად წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი.

კომპანიაგადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტისბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 2,808,920 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 630,200 ლარი გრანტია, ხოლო 1,252,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაინერგა სტანდარტი ISO 22:000. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანული წარმოების სტანდარტის დანერგვა და 2019 წლის აგვისტოში კომპანია დარეგისტრირდება როგორც „ორგანული პროდუქციის გადამამუშავებელი“ საწარმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g