LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში მეღვინეობა „ნელქარისი” გაიხსნა

138

ყვარელში მეღვინეობა „ნელქარისი” გაიხსნა. ობიექტი, რომელიც “მეგობრების მარანს” ეკუთვნის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მეღვინეობა
ღვინის ქარხანას, მაღაზიას, მარანსა და რესტორანს აერთიანებს.

“სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი” – ასე შეაფასა პროექტი პრემიერმა და საქართველოში მეღვინეობის სექტორისა და ღვინის ბიზნესის პერსპექტივაზე ისაუბრა.

“ამ ყველაფერში 4 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული; 600 ათასი დოლარი “შეღავათიანი აგროკრედიტია” და დასაქმებულია 75 ადამიანი. ეს ადგილი გახლავთ ძალიან დიდი ისტორიული დატვირთვის მქონე, ისტორიული მეღვინეობის კერა საქართველოში. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი გამოიწვევს ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს და გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, „მეგობრების მარანი” ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 2014 წელს აშენდა. კომპანია ყოველწლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე აზერბაიჯანში, ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g