LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა: კახეთი მწვანე ზონის სტატუსს იბრუნებს

87
koronavirusi

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტესტით ჩატარებული ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, PCR კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირებული არ ყოფილა.

აქვს, თუ არა კორონავირუსი ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს, საბოლოოდ დღეს გახდება ცნობილი.

“გუშინ ჩატარებული ტესტებიდან 64-ის პასუხი არის უარყოფითი, 143 ტესტის პასუხს ველოდებით. რაც შეეხება ყვარლის ერთადერთ შემთხვევას, მიმდინარეობს კვლევა და დღეს გვეცოდინება ზუსტად პასუხი. ამის შესახებ დეტალურ განმარტებებს და ოფიციალურ განცხადებას 11:30 საათზე გავაკეთებთ,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები