LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე თვიდან დაიწყება

129
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 98 000 ჰა ფართობზე ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე თვიდან დაიწყება, 2024 წლისთვის კი ტყის მართვის ათწლიანი გეგმები მომზადდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ტყის ინვენტარიზაციასა და მიწათსარგებლობათან დაკავშირებული საკითხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

ინვენტარიზაციის პროცესში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორებიც ჩაერთვებიან.

 

 

magti 5g