აშშ-ში ყველა ახალ Porsche 911-ს ზედმეტად კაშკაშა ფარების გამო უკან გამოიწვევენ. ბრენდის წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა, რომ 2024 წლის კუპესა და კაბრიოლეტებს ინოვაციური ფარებით HD-Matrix ოფიციალურ დილერებთან ელოდებიან. ჩრდილოეთ ამერიკაში უკან გამოწვევის კამპანიაში მოხვდა 878 ავტომობილი, ძარით 992.2.
პრობლემა კი არის ოპტიკაში, რომელიც არასწორი კუთხით ანათებს და ფედერალურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
Porsche-ს დილერებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მოუწევთ, რათა ოპტიკამ სხვა მძღოლები არ დააბრმაოს.
მეორე უკან გამოწვევის კამპანია ეხება ასევე Porsche 911-ს, მხოლოდ 2023 წლის სამოდელო ხაზს. 279 ეგზემპლარზე უკანა სავარძლის უსაფრთხოების ღვედი არ მუშაობს, ამიტომ დილერებს ამ შემთხვევაშიც კარგად მოუწევთ გარჯა.