LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველა დროის ნომერ პირველი სპორტსმენი” – მესი Coldplay-ის კონცერტზე ცნობილ კამერაში მოხვდა

195
photo-collage.png (48)

,,ყველა დროის ნომერ პირველი სპორტსმენი” – სწორედ ამ სიტყვებით წარადგინა Coldplay-ის ვოკალისტმა, კრის მარტინმა ჯგუფის კონცერტზე მისული ლიონელ მესი.

არგენტინელი ფეხბურთელი ბენდის პერფორმანსს მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მაიამიში დაესწრო. ის იმ ცნობილ კამერაში მოხვდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მსოფლიო შეძრა.

Coldplay-ის კონცერტზე დატრიალებული „სკანდალის“ შემდეგ, კრის მარტინი პუბლიკას აფრთხილებს

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული თავდამსხმელის შოუზე გამოჩენას პუბლიკა ხმაურიანი ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდა.

,,ლეგენდარული” – სელინ დიონის მოულოდნელ გამოჩენას Coldplay-ის კონცერტზე მქუხარე აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა

ცნობისთვის, ,,ქოლდფლეის” Music of the Spheres World Tour, რომელიც 2022 წლის მარტში დაიწყო ამ დრომდე გრძელდება. ტურნეს ფინალური პერფორმანსებით, კოლექტივი 22 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ინგლისში იმღერებს.

Coldplay-მ ტეილორ სვიფტის ისტორია კიდევ ერთხელ გაიმეორა – ჯგუფის ტურნეს შემოსავალმა მილიარდი დოლარი შეადგინა

კრის მარტინის განცხადებით, Coldplay დაიშლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები