LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მაღალჩინოსანი პირადად უნდა ჩადიოდეს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან, არ მგონია, აპლიკაციის არასწორად შევსება იყოს მიზეზი – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი

188
mamuka-machaidzenewssss-2020-03-23-08-33-26-917624

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე ქართველი ექიმი მამუკა მაჩაიძე საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პრეცედენტები არსებობს, მაგრამ აქაც სწორი და გავლენიანი კონტაქტებია საჭირო”.

ასევე, მამუკა მაჩაიძეს არ ჰგონია, რომ აპლიკაციის არასწორად შევსება იყოს ის მიზეზი, რატომაც საქართველომ ვაქცინა არ მიიღო.

“როგორც იცით, COVAX პლატფორმას აქვს უმეტესად მედიატორის როლი, ანუ ის თვითონ არ აწარმოებს ვაქცინებს და მთლიანად დამოკიდებულია ვაქცინის მიმწოდებლებზე. ფაიზერსაც და მოდერნასაც მიწოდების პრობლემები აქვს ყველგან (მათ შორის ამერიკის ბევრ შტატში), რასაც ბევრი მიზეზი აქვს; ბალკანური ქვეყნებიც ელოდნენ რნმ ვაქცინებს და როდესაც ვერ მიიღეს დათქმულ დროს, დაემუქრნენ კოვაქს პლატფორმას ჩივილით; არ ვიცი რამდენად „დამატებითი რეგულაციების/გადაზღვევის“ მოთხოვნა ამის საპრევენციოდ გამოიგონეს თუ არა, მაგრამ არ მგონია რომ აპლიკაციის არასწორად შევსება იყოს ის მიზეზი, რატომაც ვაქცინა არ მივიღეთ, უფრო გაუგებრობას გავს. იმედია „ჩივილის“ გაჟღერება შიდა ბაზარზე მოხმარებისთვის და გულის მოფხანისთვის იყო გაჟღერებული, უბრალოდ არანაირ შედეგს არ გამოიღებს…

ისრაელი, პაულუ და ვატიკანი ყველაზე ადრე დაამთავრებს მოსახლეობის უმრავლესობის აცრას – ბოლო ორზე კომენტარს აზრი არ აქვს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია რომ პაულუმ მოდერნა პირდაპირ შტატებიდან მიიღო და აქტიურად დაიწყო მოსახლეობის აცრა. რაც შეეხება ისრაელს – ნათანიაჰუმ 17 შეხვედრა გამართა ფfაიზერის CEO-სთან, გარდა იმისა რომ ორჯერ მეტი ფასი შესთავაზა (47$ 23-ს ნაცვლად), გამართული ინფრასტრუქტურა და დღეში 150,000 ადამიანის აცრას შეპირდა. პირადად ჩაუდგა ვაქცინაციის კამპანიას სათავეში და შედეგი უკვე სახეზეა.

პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პრეცედენტები არსებობს, მაგრამ აქაც სწორი და გავლენიანი კონტაქტებია საჭირო. მაგალითად, თუ კონტაქტზე გახვალ Novavax-თან ან Astrazeneca-სთან, გადაგამისამართებენ Serum Institute-თან, რომელიც ინდოეთშია და ძალიან რთული ორგანიზაციაა საურთიერთოდ, მოკლედ ყველა მაღანჩინოსანი ჩემი აზრით პირადად უნდა ჩადიოდეს ამ კომპანიებთანაც და ასევე სხვა მეგობარი ქვეყნის ადმინისტრაციასთან პროაქტიური კავშირია საჭირო; ყველა წესის გვერდის მოვლა შეიძლება, ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკება, რომელთა ვაქცინებსაც ჯერ EUA არ მიუღიათ, ასეთია Glaxo/Sanofi და Novavax მაგალითად.

რადგან რუსული და ჩინური ვაქცინის თემამაც გაიჟღერა „სულ არაფერს ხომ ჯობიას“ და „თუ ლოდინი არ გვინდა, ესენი იყოს“ მიზეზით, ჩემს აზრს დავაფიქსირებ – რუსეთმა ძალიან კარგად იცის რომ პირდაპირი მნიშვნელობით თავის ხალხზე ჩაატარა ექსპერიმენტი; ასევე კარგად იციან რომ არცერთი ჭკუადმყოფელი არ ენდობა პროცესს, შესაბამისად არც მათ ვაქცინებს, ამიტომ აქტიურად მუშაობენ მინიმუმ 2 ევროპულ მწარმოებელთან (ალბათ მეტთან) რომ „ჩერეზ“ მათი ფილტრით და მათთან თანამშრომბლობით ჯანმოს ნებართვა მიიღონ, შემდეგ ჩვენთან რა ფორმულა შემოვა ღმერთმა იცის. მე პირდად, როგორც რიგითი ექიმი, ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას და ვამხელ ყველანაირად, როგორც შემეძლება.

მთავარი რაც ახლა ჩემი აზრით ქვეყნის შიგნით უნდა კეთდებოდეს არის აქტიური კამპანია, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ „უნდა აიცრა“-ს ძახილს. ადამიანების იმ ჯგუფს, რომელსაც გულწრფელი სკეფსისი აქვს, უნდა ავუხსნათ მათ შორის ისიც, რაც ჯერჯერობით არ ვიცით ვაქცინებზე და ისიც, რა რისკებს შეიცავს უვაქცინობა. ასევე, ვინ და რა სისტემაა პასუხისმგებელი, რომ მაგალითად ჩემს მართლა გმირ კოლეგას კახეთში ან აჭარაში, რომელსაც თავისი ნებით სურს აცრა, რიგში წინ არ ჩაუდგება რომელიმე გავლენიანი ან ფულიანი ჩინოვნიკი.

ვაქცინაციის თემა ერთერთი ყველაზე სენსიტიურია ყველა საზოგადოებაში და ამიტომაც მარტივია მისით მანიპულირება და ხალხის კიდევ უფრო დაპირისპირება, მაგრამ პარადოქსულად შეიძლება მაკონსოლიდერებელიც აღმოჩნდეს, სწორი მართვის პირობებში”. – წერს მამუკა მაჩაიძე.

“საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ” – ჯანდაცვის მინისტრი კოვაქს პლატფორმაზე

კარგი ხარისხის ვაქცინა თუ გვინდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – თენგიზ ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g