LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის ყველაზე „დაუმორჩილებელი“ წევრი – პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი პრინც ლუის ისევ ვერ აკავებდნენ

235
ლუი

სამეფო ოჯახის წევრები ფერფორდში, საავიაციო შოუს სტუმრობდნენ, რომელიც სამეფო შოუს სახელით არის ცნობილი. ამ გრანდიოზულ სანახაობას პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად ესწრებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გამორჩეულად თავშეკავებული საჯარო გამოსვლა ჰქონდათ 10 წლის პრინც ჯორჯსა და 8 წლის შარლოტას, ისევ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა 5 წლის პატარა ლუი.

პრინცი ლუი მშობლებისგან ყოველ ნაბიჯზე შენიშვნას იღებდა. პაპარაცებმა დააფიქსირეს, როგორ ცდილობს ლუის შეკავებას პრინცი უილიამი და შემდგომ, როგორ აძლევს მას მითითებებს ქეით მიდლტონი. საავიაციო შოუს დაწყების დროს კი პატარა პრინცმა ხელები ყურებზე აიფარა და ტირილი დაიწყო.  შეგახსენებთ, რომ პრინც ლუის სამეფო ოჯახის ყველაზე „დაუმორჩილებელ“ წევრს ეძახიან.

პრინცი ლუი ისევ ფორმაშია – სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი კვლავ ყურადღების ცენტრშია

ფოტო: ცელქი პრინცი ლუი ბაბუის კორონაციაზე ისევ ვერ დაამშვიდეს

პრინცი ლუის უცნაურ ქცევაზე სამეფო ოჯახი განმარტებას აკეთებს – ბევრი ტკბილეული მიირთვა  და გადაირია

დაუმორჩილებელი პრინცი ლუი დედას აბრაზებს – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g