გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.
როგორც „რუსთავი2“-თან საუბრისას, თეონა ცირამუამ აღნიშნა, „დღევანდელი დღე, გარდამტეხი უნდა იყოს და სხვანაირად უნდა შეგვახედოს ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანას“.
„ყველა ქართველი აქ უნდა იდგეს ახლა ვისაც გული უძგერს ქართულად. დღეს ჩვენ აქ მოგვიწვიეს, ძალიან დარდიანი დღეა, თუმცა თან თითქოს ბედნიერების შემცველიც, როდესაც უყურებ ამდენი ადამიანის გაერთიანებას. დღევანდელი დღე, ვფიქრობ, გარდამტეხი უნდა იყოს, სხვანაირად უნდა შეგვახედოს ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება. ქართველები ყოველთვის სწორად ვცხოვრობდით და ეს მომავალშიც ასე იქნება“, – აღნიშნა თეონა ცირამუამ.
