LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა, შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს: ალექსანდრე გოგინავა

110
ალექ

საქართველოში სულ უფრო ბევრი სფეროს წარმომადგენელი ითხოვს, რომ 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას. ეპიდემიოლოგები კი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კვლავ გაიზრდება.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, გარკვეულწილად, შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს.

მისი თქმით, ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ შემსუბუქდება, რადგან ეს შემთხვევათა მატებას გამოიწვევს.

ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება: გამყრელიძის პროგნოზი

„როგორც ხედავთ, სტაბილური ეპიდსიტუაციაა, რაც, გარკვეულწილად, რეგულაციების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, რეგულაციები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივად, გონივრულად და ეპიდსიტუაციის მონიტორინგით უნდა მოხდეს. ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა, რადგან შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს“ – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკასთან“ საუბარში.

2 თვეში არ გაიხსნება ქვეყანა, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს … ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია – ასეთი სიტუაციაა დღეს დაპირებებზე, რომლებიც ვაქცინაციას ეხება: ფხაკაძე

შეგასენებთ, გუშინ კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას შეზღუდვების გასაუქმებლად 48 საათი მისცესს.

 

magti 5g