LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა შვილმკვდარ დედას აქვს სინდისის ქენჯნა, რატომ დარჩა ცოცხალი” – მარიკო სადრაძის ინტერვიუ ბაიასთან (ვიდეო)

516
Untitled

გადაცემას “ბაიასთან” პატარა ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სტუმრობდა. ანიტაზე საუბრის დაწყება გადაცემის წამყვანისთვისაც და მარიკოსთვისაც რთული აღმოჩნდა.

“მომწონს ის იდეა, რომ ანიტა განსხვავებულია, რაღაცით განსაკუთრებულია. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ ამის მთავარი მიზეზი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჩემ ზურგს უკან დგანან.

ჩემს მეგობრებს გავუგზავნე ხმოვანი შეტყობინება – მეგობრებო, უნდა დამეხმაროთ, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ თანხის მობილიზება. მითხრეს – ნუ გეშინია, ჩვენ აქ ვართო.

მახსოვს, ჯგუფი “ანიტასთვის” ხუთშაბათს შეიქმნა. პარასკევს დილით ჩემი ტელეფონი გათიშული დამხვდა, თურმე იმდენმა ადამიანმა დამირეკა. პარასკევს დილით, 1 დღეში მთელ საქართველოს მოედო ანიტას ამბავი.

სასწაულია, რომ მეგობრობამ და ამ სიყვარულმა შეძლო ის, რომ მთელი საქართველო ერთ გუნდად გააერთიანა.

ყოველთვის მეგონა, რომ სუსტი ადამიანი ვიყავი. როდესაც ავსტრიაში მივდიოდით, აეროპორტში დედაჩემს ვუთხარი, შენ მე ისე გამანებივრე რომ სუსტ ადამიანად ჩამოვყალიბდი. არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა ამ პრობლემასთან ბრძოლას. მეგონა თავს ვერ გავართმევდი.

მესმის ყველა იმ დედის, რომელიც დღეს შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის. ყველა შვილმკვდარ დედას აქვს სინდისის ქენჯნა, რატომ დარჩა ცოცხალი.

დღემდე ვეძებ პასუხს და ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს სად ვიპოვე ასეთი ძალა. აღმოჩნდა, რომ თურმე შემიძლია ვიბრძოლო, ვიომო, დავანგრიო ყველაფერი ჩემი შვილისთვის. შვილმა მომცა ასეთი ძალა”, – თქვა მარიკო სადრაძემ.

პატარა ანიტა, მთელმა საქართველომ რამდენიმე დღეში გაიცნო და შეიყვარა. ანიტა დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა, მას გულის გადანერგვა სჭირდებოდა. მის გადასარჩენად უამრავი ადამიანი იბრძოდა და ლოცულობდა… ანიტამ მშობლებთან ერთად გადარჩენისთვის ბევრი იბრძოლა, თუმცა ის 31 იანვარს გარდაიცვალა.

ანიტას დედა მარიკო სადრაძე “ანიტას ფონდის” საშუალებით უკვე სხვა ბავშვების გადასარჩენად იბრძვის.

https://www.facebook.com/FormulaCreative/videos/237760447542217/?v=237760447542217

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები