სარდინია სპორტის კვირეულს უმასპინძლებს. ღონისძიება 23 აპრილისთვისაა დაგეგმილი და მის მონაწილეებს მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება ელოდებათ. ცურვა, ველოშეჯიბრი თუ სირბილი კუნძულის ულამაზეს პეიზაჟებს შორის გაიმართება და სპორტულ აქტივობებს სხვა დონეზე აიყვანს. რაც შეეხება პროგრამას – ცურვა სულ ორ ეტაპს მოიცავს და თითოეული მათგანის სიგრძე 950 მეტრია. ველოტრასას სიგრძე კი 90 კილომეტრი იქნება და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაუყვება.
ეს მარშრუტი მთელი შეჯიბრის განმავლობაში დახურული იქნება და ტერიტორიაზე ავტომობილებს არ დაუშვებენ.
განსაკუთრებული იქნება ასევე მორბენალთა ტრასაც, რომელიც 21 კილომეტრს მოიცავს და ულამაზეს სანაპიროს უერთება.
აღსანიშნავია, რომ კვირეულში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები მიიღებენ.