LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს „ომიკრონის“ შტამი საქართველოში არ დავუშვათ: თენგიზ ცერცვაძე

1005
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ შტამი არ დაფიქსირდეს. მისივე განცხადებით, „თუ ამ შტამს ვერ ავცდებით, მაშინ კარგი იქნება, რაც შეიძლება გვიან [შემოვიდეს], როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ“.

ცერცვაძე განმარტავს, რომ „ომიკრონის“ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება ძალიან მაღალია.

კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება: საქართველოს მთავრობა

ის ვაქცინები, რომლებიც იყვნენ შექმნილი „უჰანური“ შტამის წინააღმდეგ, შესაძლოა „ომიკრონი“ შტამის შესაჩერებლად ვერ იმუშაონ: გიორგი ფხაკაძე

„ეს მაჩვენებლები ჯერ უცნობია, ვინაიდან ცოტაა ვირუსის ინფიცირების შემთხვევები და მეცნიერებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, შეესწავლათ. უბრალოდ მხოლოდ ვარაუდია, ვინაიდან მას მუტაციების დიდი რაოდენობა აქვს სწორედ იმ პროტეინში, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ვაქცინის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები და მონოკლონური ანტისხეულებიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ, მათ შორის საქართველოშიც. არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ნაკლებად ეფექტური ვაქცინა მათ მიმართ. ჯერ ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არცერთ ქვეყანაში, ჯერ შემთხვევების 99% „დელტაზე“ მოდის. ჯერ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, უბრალოდ ძალიან მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დავუშვათ. თუ ამას ვერ ავცდებით, რაც შეიძლება გვიან {შემოვიდეს}, როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სამხრეთ აფრიკული შტამი ევროპაშიც გამოვლინდა – პირველი შემეთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა

„ომიკრონი“ – ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი, “ომიკრონი”, ევროპაშიც მალე გავრცელდება

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჩეხეთშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, აშშ აფრიკის რვა ქვეყნიდან მგზავრთა მიღების შეზღუდვას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g