კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო, აშშ აფრიკის რვა ქვეყნიდან მგზავრთა მიღების შეზღუდვას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი მუტაცია აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა გამართა, სადაც სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ისაუბრეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ჯანმომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“.