LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს: ვახტანგ გომელაური

69
ვახტანგ გომელაური

მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირი უკვე დაკავებულია და ის კახეთის მკვიდრია.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, როგორც ჩემთვის ცნობილია, კახეთიდან არის. დავაკავეთ, მადლობა ყველას, ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა“, – განაცხადა გომელაურმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავდა – ისინი მძარცველის დაკავებამდე თითქმის ერთი საათით ადრე გათავისუფლდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძარცველი ითხოვდა ნახევარ მილიონ აშშ დოლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g