„ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი.. გამუდმებული დაბლოკვა ხდება… დედისგან.. გამსახურდიების ტრაგიკული ბედი“ – ანა ჯაბაური მანანა არჩვაძე-გამსახურდიაზე მორიგ პოსტს ავრცელებს

566
fot (2)

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს მორიგ პოსტს, რომელიც კვლავ მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ეხე­ბა.

როგორც ანა ჯაბაური წერს, ცოტ­ნეს დედა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მის­მა შვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ვერ მი­ი­ღოს.

„არსად გაგონილი… საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის!“ – ანა ჯაბაური პოსტს ავრცელებს

ამავე პოსტში ანა ჯა­ბა­უ­რი წერს, რომ განაგრძობენ ბრძო­ლას უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ში, ცოტ­ნეს სახ­ლში და­საბ­რუ­ნებ­ლად და მისი კუთვნილი მი­წე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

„ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებსაც. მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც.

ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ.. ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით – ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის.

გიორგი გამსახურდია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემს ბიოლოგიურ დედას არც ერთ მტერზე, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე ნაკლები არ დაუშავებია 

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, მისი ბიოლოგიური დედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხრიდან, აბსურდული სარჩელები არ წყდება.

გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონობით ლარი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი. მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი, ძალიან მინდა ვთქვა: ბრძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის,  ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის…და დავამთავრო.

მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის,  ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს  ხვალინდელი დღე სათუოა.  და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება… დედისგან… გამუდმებული, მიზანმიმართული და ყველა მეთოდით…

გამსახურდიების ტრაგიკული ბედი.

ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც..“, – წერს ანა ჯაბაური და ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილის, გიორგი გამსახურდია მიერ გუშინ „ტვიტერზე“ დაწერილ განცხადებას აზიარებს.

 

 

 

„ვერ გავჩუმდებით…ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

,,ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არის – ამ სიტყვებით ამბობს უარს ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე მისი ბიოლოგიურო დედა…” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

„კოშკში შესვლაც უნდათ თურმე, ჯობია ენა დაიმოკლო“ – დავა კოლხურ კოშკზე და ცოტნე გამსახურდიას მეუღლის პასუხი დედამთილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები