LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერში ზომაა საჭირო, მაგრამ როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არის, რაც მეტი – მით უკეთესი“ – ყარამან ფაღავა

629
ყარამან-ფაღავა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ყარამან ფაღავამ სიყვარულისა და თბილი ემოციების გამოხატვის აუცილებლობაზე ისაუბრა:

„დღეს უკვე დადგენილია, რომ სიხარულს და მასთან დაკავშირებულ სიამოვნების ჰორმონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჯანმრთელობის კუთხით. მეტსაც ვიტყოდი, არამარტო ბავშვებში, მოზრდილებში, დიდებში და ნაყოფის შემთხვევაშიც კი. როდესაც ნაყოფს ეფერება დედა თუ მამა, დადებითი ემოციები ვითარდება და ნაყოფი უფრო წყნარი, მშვიდი და ბედნიერია. ყველას უნდა, რომ შვილი ჰყავდეს გონიერი, სახიერი, გულადი, მამაცი, კდემამოსილი. ამ ყველაფრის საფუძველი ჯანმრთელობაა.

თითქოს ყველაფერში ზომაა საჭირო, მაგრამ როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არის, რაც მეტი – მით უკეთესი. ოღონდ მე ხშირად ვიმეორებ, მოფერება, ალერსი, სიყვარულის გამოხატვა არ ნიშნავს ყველაფრის ნების მიცემას. უნდა უთხრა: შვილო, შენზე უფრო ახლობელი არავინ არ მყავს, მაგრამ ეს არ შეიძლება. ისე კი, მოვეფეროთ მაქსიმალურად. სპეციალური ქიმიური სუბსტანციები არის, სიამოვნების ჰორმონებია: დოფამინი, სეროტონინი, ენდორფინები და თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეულწილად ადრენალინიც.

იცით როგორ არის, გოგონა რომელიც სიყვარულით არის გარშემორტყმული ოჯახში, ამხანაგებში განათებული, გაბრწყინებულია, როდესაც გრძნობს, რომ ვიღასაც უყვარს, კიდევ უფრო ლამაზი ხდება. მახსოვს ჩემი ერთი პაციენტი, 5 თუ 6 წლის იყო, მამამისმა მითხრა, ბავშვმა თქვა, მიხარია, რომ დედამიწაზე დავბაჯბაჯებო. ჩვენი ამოცანა, პედიატრების, პედაგოგების, საზოგადოების ის არის, რომ ახალი თაობა უფრო ბედნიერი იყოს, სიხარულით აღსავსე და თავიანთი რეალიზაცია შეძლონ“ – განაცხადა ყარამან ფაღავამ ადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

 

#ბავშვისჯანმრთელობა #პედიატრია

?როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას??

სტუმარი: ყარამან ფაღავა – პედიატრი, თსსუ პროფესორი

Posted by პირადი ექიმი მარი მალაზონია • 1tv.ge on Monday, January 9, 2023

 

„ბავშვის გაკაჟება პირველ რიგში არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი“ – ყარამან ფაღავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g