LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ.. გთხოვთ, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია“ – ლევან კობიაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

1033
333854589_1372966563536325_5827660824989600802_n

მმართველი გუნდის დეპუტატის, ლევან კობიაშვილის მეუღლე, თამარ წულეისკეირი სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვას ავრცელებს.

პოსტის ადრესატი, თამარ წულეისკეირის თქმით, ის ადამიანები არიან, რომლებმაც მის მეუღლეს მოღალატის იარლიყი მიაწებეს.

„ჩემი „friend“-ების საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარსობრივად ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია)!

ჩემი ქმარი – ლევან კობიაშვილი!

როცა რაღაცას არ ვეთანხმებით შეგვიძლია უმწარესად ვიკამათოთ, გავბრაზდეთ, შევიგინოთ კიდეც გამწარებულზე, გავაპროტესტოთ, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, შევაფასოთ როგორც გვინდა კონკრეტული საქციელი, გავიდეთ მიტინგზე, მოვითხოვოთ რაც გვინდა და სხვა.

ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში.

მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს!“, – წერს თამარ წულეისკეირი.

„ვის ვინ ეკითხება მე სად გავაჩინე ჩემი მანანიკო?!.. ამით მტკიცდება რომ ამერიკა მირჩევნია რუსეთს!“ – რას წერს ბექა ოდიშარიას მეუღლე

„თავისი ცოლი ორჯერ სამშობიაროდ წაიყვანა ამერიკაში და ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა. ამას უნდა, რომ ჩემმა შვილმა რუსეთის მონობაში იცხოვროს და მისმა შვილებმა მიიღონ ყველა პრივილეგია“ – თაზო კუპრეიშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g