LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი” – ლეიბორისტული პარტია 17 მაისის შესახებ

72
ლეიბორ

„ლეიბორისტული პარტია“ 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებაში წერია, რომ ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნებისმიერი ნიშნით, მიუღებელია მათთვის.

ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, თავად განკარგავდეს საკუთარ ცხოვრებას და სარგებლობდეს კანონით მინიჭებული უფლებებით.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ჩვენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციით თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, თავად განკარგავდეს საკუთარ ცხოვრებას და სარგებლობდეს კანონით მინიჭებული უფლებებით.

ლეიბორისტული პარტია ყოველთვის გმობდა და დაგმობს დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმასა და გამოვლინებას, ასევე ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა დამკვიდრდეს თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი!“ – წერია „ლეიბორისტული პარტიის“ განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g