სანატორიუმ „ქართლში“ გარდაცვლილი დევნილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 52 წლის ზურაბ ქირიას მეუღლე და შვილი, რომლებიც წლებია ემიგრაციაში იმყოფებიან, დაკრძალვაზე ჩამოსვლას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ. აღნიშნულის შესახებ მედიას გარდაცვლილის მეუღლემ თავად უთხრა.
მისივე ცნობით, ტრაგედიის შემდეგ მათ დახმარებისთვის საელჩოს მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. ახლა სოციალური პროტესტის გამო, გარდაცვლილის ოჯახი რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, თუმცა მათთან კონტაქტზე ჯერ არავინ გასულა.
„მთელი კორპუსი გახლეჩილია. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, (ზედა სართულზე ვცხოვრობთ) როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს ოთახშიც. შეუძლებელია იქ არსებობა. შეიძლება დღეს ან ხვალ ისეთი ამბავი მოხდეს, რომ მართლა დაინგრეს და ათასობით ადამიანი მოჰყვეს ამ ნგრევაში.
სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, დილით დამირეკა, ნორმალურ ფხიზელ მდგომარეობაში იყო. ქვევით უთქვამს ყველასთვის, რომ „მივდივარ ახლა მე და გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენც და ჩემს შვილსაც ყველაფერი ჰქონდესო.“
არანაირი პრობლემები არ ჰქონდა, არანაირი ფსიქიკური აშლილობა, იყო ნორმალური ადამიანი. ვითხოვ და ყველას დახმარებას ვთხოვ, მინდა, რომ გავაცილოთ ღირსეულად, როგორც მას შეჰფერის. უბრალოდ, აქედან წასვლა არ არის პრობლემა, მაგრამ უკან დაბრუნება პრობლემაა იმის გამო, რომ ჩემი შვილი სწავლობს.
შეუძლებელია იქ გაჩერება, ცხოვრება, თან საბუთებიც არ მაქვს იმ მდგომარეობაში, რომ უკან დავბრუნდე. დავრეკე საელჩოში საქართველოში და მითხრეს, რომ ვერანაირ დახმარებას ვერ გამიწევენ.“ – თქვა გარდაცვლილის მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა დასახლებაში, ტრაგედია 16 იანვარს მოხდა – დევნილი მამაკაცი, ზურაბ ქირია შენობის სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.
ამავე თემაზე:
დევნილების განცხადებით, სანატორიუმ „ქართლში“ ახალი ბზარები გაჩნდა და ჭერი ჩამოანგრია