LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას მოვთხოვთ პასუხს, ავტეხთ განგაშს, თუ რატომ არ იღებს ხმას სახელმწიფო: დეკანოიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

57
ხატია დეკანოიძე

“ჩვენის მხრივ, გავაკეთებთ ყვლაფერს, რის საშუალებასაც მანდატი გვაძლევს. პარლამენტში ყველა უწყების პირველ პირს მოვთხოვთ პასუხს, ავტეხთ განგაშს, თუ რატომ არ იღებს ხმას სახელმწიფო. ესაა ბრძოლა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვები დავიცვათ.” – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა – მიიღონ სასწრაფოდ ზომები, რათა გულგრილობა ბავშვებზე ძალადობად არ გადაითარგმნოს.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სახელმწიფოს განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა, მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა და სახალხო დამცველს უკრძალავენ დაადგინოს, რა ხდება:

“ვეხმაურებით სახელმწიფოს გულგრილობას და ამით ჩადენილ დანაშაულს, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს ეხება. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პროკურატურას ბავშვებზე ძალადობასა და გაუპატიურებაზე საქმეები აქვს აღძრული და სახელმწიფო არის გულგრილი, უწყებებმა ვერ დაადგინეს ის, თუ რა ხდება ბავშვთა სახლში.

წარმოუდგენელია ამ მოცემულებით ვინმე გულგრილი დარჩეს. სახელმწიფოს განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა, მაგრამ მივიღეთ საპირისპირო, სახალხო დამცველს უკრძალავენ დაადგინოს რა ხდება, რა გარემოებებთან გვაქვს საქმე. ეს გულგრილობა ახალისებს ძალადობას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პრემიერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, განათლების სამინისტროს და ყველას, რომლისთვისაც აუცილებელი უნდა იყოს ბავშვებზე ზრუნვა, მიიღონ სასწრაფოდ ზომები, რათა ეს გულგრილობა არ გადაითარგმნოს ბავშვებზე ძალადობაზე.

ჩვენ, ჩვენის მხრივ გავაკეთებთ ყვლაფერს რის საშუალებასაც მანდატი გვაძლევს. პარლამენტში ყველა უწყების პირველ პირს მოვთხოვთ პასუხს, ავტეხთ განგაშს თუ რატომ არ იღებს ხმას სახელმწიფო. ესაა ბრძოლა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ბავშვები დავიცვათ.” – თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი აწარმოონ. 

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

ამავე თემაზე:

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ​ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g