LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ვთხოვ, გადამირჩინოთ შვილი, სიკვდილის პირასაა, ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა“ – გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს

224
Untitled design (1)

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს, მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა” – “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი

ვეხვეწოთ, ჭამე შენი ჭირიმე-თქო? ვერ ჭამს ამ საჭმელს და რა გააკეთოს? ამაზე დიაგნოზები მეტყველებს – შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე