LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე არომატული პასკის რეცეპტი ქეთი ბაქრაძისგან

5751
page

ფორტუნას სტუმარია შეფმზარეული ქეთი ბაქრაძე, რომელმაც სააღდგომო პასკის რეცეპტი გაგვიზიარა.

მე პასკას კულიჩს ვეძახი. სულ მქონდა ნოსტალგია ისეთი კულიჩის მიმართ, რომელსაც ბებიაჩემი აკეთებდა, მე მიყვარს, მძიმე და სველი კულიჩი. ამიტომ რამდენიმე რეცეპტი შევაჯერე და გამომივიდა სწორედ ისეთი, როგორიც მინდოდა.

მთავარი არის კარგი კარაქი, არ უნდა დაგენანოთ, ჩემი საიდუმლო არის კონიაკში ან ბრენდიში, ვყრი ზაფრანას, ჯანჯაფილს, მუსკატს, კარდამონს და ვაყენებ 3-4 საათი.

ნამდვილი სომხური პასკა გაიანე კარაპეტიანისგან

ინგრედიენტები:

1 ლიტრი რძე

50 გრ. საფუარი

1,750 გრ. ფქვილი

800 გრ. შაქარი

500 გრ.კარაქი

ნახევარი ფორთოხალი და ნახევარი ლიმონი

5 კვერცხი და 3 კვერცხის გული.

ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მითი არ არის – სამზარეულოში უნდა იყოს სიმშვიდე, არ უნდა იყოს ორპირი ქარი, სითბოა საჭირო, ცომს უნდა ველოლიავოთ.

პირველ რიგში ვიღებთ თბილ რძეს, ვხსნით 50 გრამ საფუარს, ვამატებთ 2 სუფრის კოვზ ფქვილს და 1 სუფრის კოვზ შაქარს, კარგად ვხსნით, სანამ ფუშფუშდება ცომი, 5 კვერცხს და 3 კვერცხის გულს შაქართან ერთად კარგად ვთქვეფთ, შემდეგ ნახევარ ფორთოხალს და ლიმონს ბრენდის ნაზავში ვაბლენდერებთ, ვიწყებთ გარევას, მასას ვაცხობთ 25 გრადუსში. მე ცუკატებს არასდროს ვურევ, რადგან ისედაც არომატული გამოდის.

ლაგოდეხური რეცეპტით მომზადებული ნიგვზიანი და ჯემიანი პასკები – ის, რაც სააღდგომოდ სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს

ვიდეო: შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი უგემრიელესი სააღდგომო პასკის რეცეპტს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g