LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ბებერი ევროპაში: რონალდო ფიგუს დაეწია, კირაიმ მათეუსს გაასწრო

31

კრიშტიანო რონალდომ ლუიშ ფიგუს რეკორდი გაიმეორა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. სუპერვარსკვლავი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 127-ედ გამოვიდა.
წელს რონალდოსთვის მეოთხე ევროპის ჩემპიონატია. ის შეიძლება გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ოთხ ევროზე გაიტანს გოლს. ასეთივე შესაძლებლობა აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც.

გარდა ამისა, მორიგი რეკორდი უნგრეთის ნაკრების უბერებელმა მეკარემ გაბორ კირაიმ დაამყარა. ეს ხელბურთის მეკარესავით გამოწყობილი მოხუცი გოლკიპერი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა.
ავსტრიასთან შეხვედრაში კირაი 40 წლის და 74 დღის იყო.
მანამდე რეკორდი გერმანიის ნაკრების ლეგენდარულ ნახევარმცველ ლოთარ მათეუსს ეკუთვნოდა, რომელიც 2000 წლის ევროზე 39 წლის და 91 დღის ასაკში თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები