LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ბედნიერი გიჟი: სიტის ვარსკვლავებს ტრუსიანი ტიპი შეუვარდა (ვიდეო)

113
city

პრემიერლიგის ერთი კვირის წინ მომგებმა „სიტიმ“ წარმატება მოკრძალებულად აღნიშნა, რადგან წინ თასის ფინალი ელოდა. ახლა კი „უოტფორდის“ განადგურების შემდეგ (6:0) გუნდმა აიშვა. თუმცა მთავარი გმირი არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ ეკიპირებაზე პასუხისმგებელი ტიპი ბრენდონ ეშტონი გახდა.

ეს კაცი გასახდელში მოზეიმე ფეხბურთელებს უცებ „თავს დაესხა“ ტრუსებში და ველური ცეკვა შეთავაზა ფეხბურთელებს.
მერე კი ილქაი გიუნდოგანს შეახტა. შემდეგ გასარეცხი ფორმის კალათაში ჩახტა, საიდანაც ვენსან კომპანიმ გადმოაგდო. მერე კი იყო მთავარი ნომერი – მუცელზე ხოხვა შამპანურით გაჟღენთილ იატაკზე.

თუმცა თავად ნახეთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები