ევროპულ ავტომწარმოებელთა ნაწილი გაჩხრიკეს, რადგან მათ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. ეჭვმიტანილთა შორის არიან – BMW, Mercedes-Benz, Volkswagen, Renault, Opel და Ford. გამოძიებას სათავეში ევროპული კომისია უდგას.
გამოცემა Automotive News-ის ინფორმაციით, პოლიცია თავიდან opel-ისა და Renault-ის ქარხნებში მივიდა და ორივე ბრენდმა თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.
თუკი რომელიმე ზემოთ აღნიშნულ მწარმოებელს ევროპის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევას დაუმტკიცებენ, ჯარიმის სახით მათ გლობალური ფინანსური ბრუნვის 10%-ის გადახდა დაეკისრებათ.